- ინფორმაციის ინდუსტრიალიზაცია
- ა) გულისხმობს ინფორმაციის მოძიების (ფორმირების, მიღების), დამუშავების (მანიპულირების), გადაცემისა და გავრცელების ინდუსტრიალიზაციას ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საფუძველზე; ბ) წარმოადგენს ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს შესაბამისი ორგანიზაციული, სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა პირობებით, რის შედეგადაც იქმნება ურთიერთდაკავშირებული სისტემა, რომლისთვისაც საწყის მასალას და საბოლოო შედეგს წარმოადგენს ინფორმაცია და რომელსაც, როგორც წესი, შეუძლია: - ინფორმაციის მოძიება/ფორმირება/შექმნა; - ინფორმაციის კლასიფიცირება და სისტემატიზაცია; - ინფორმაციის შინაარსისა და მნიშვნელობის ანალიზი/შეფასება; - ახალი ინფორმაციის წარმოქმნა და მისი შინაარსისა და მნიშვნელობის ანალიზი/შეფასება; - ინფორმაციის გადაცემა და გავრცელება.Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
Georgian encyclopedia. 2013.